#სახლი მათი მომავლისთვის #AHouseForTheirFuture

Fundraising campaign by Tamta Kusrashvili
  • US$57.00
    raised of $10,000.00 goal goal
0% Funded
3 Donors
Help this ongoing fundraising campaign by making a donation and spreading the word.
Show more
Show less

სიღნაღის რაიონში არ არსებობდა არანაირი ადგილი, სადაც 18 წლის ზემოთ შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირები შეძლებდნენ გამოსვლას, სწავლას, საკუთარი ინტერესების აღმოჩენას, დასაქმებასა და განვითარებას უკეთესი მომავლისათვის. ჩვენმა ორგანიზაციამ სამი წლის წინ შევძელით ჩვენს ოფისში გაგვეხსნა, თანდათან მოგვეწესრიგებინა და შშმ პირებისა და მათი მშობლების ინტერესებისთვის მოგვერგო სივრცე თამამი მიზნით - რათა შეგვძლებოდა დღის ცენტრისა და სოციალური საწარმოს გახსნა. თუმცა ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ის ფაქტი რომ, ის სივრცე, რომლითაც ჩვენ, შშმ პირები და მათი მშობლები ამჟამად ვსარგებლობთ, ნაქირავებია და საკუთრებაში არ გვაქვს ფართი, რომელიც ჩვენს მიზნებსა და მუშაობას სიმყარეს შეძენდა.

სწორედ საკუთარი ფართის შესაძენად წამოვიწყეთ კამპანია #სახლიმათიმომავლისთვის. ვფიქრობთ, რომ ყველას დახმარებით შევძლებთ გვქონდეს საკუთარი სახლი, სადაც შეგვეძლება დღის ცენტრისა და სოციალური საწარმოს გახსნა შშმ პირებისთვის. საკუთარ სივრცეში ჩვენ ყველა შევძლებთ დავუპირისპირდეთ იმ სტერეოტიპებს, რომ მათ არ შეუძლიათ საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა. საკუთარ სივრცეში სიღნაღის რაიონის ზრდასრული შშმ პირები შეძლებენ დაეუფლონ სასურველ საქმიანობას, დასაქმდნენ, უკეთ გაიცნონ სხვები და საკუთარი თავი.

თქვენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ მალე მივაღწიოთ მიზანს და შევაგროვოთ 10 000 აშშ დოლარი წნორში სახლის შესაძენად.
და არ დაგავიწყდეთ: ეს არ არის ჩვეულებრივი სახლი, ეს არის #სახლიმათიმომავლისთვის!

Organizer

  • Tamta Kusrashvili
  •  
  • Campaign Owner

Donors

  • Anonymous
  • Donated on May 31, 2021
$50.00
  • Johana Cernochova
  • Donated on Apr 11, 2021
$5.00
  • Giga Abashidze
  • Donated on Apr 11, 2021
  • Truly a worthy cause. ნამდვილად ღირსეული მიზანია და იმედია ბოლომდე დაფინანსდება.

Amount Hidden

No updates for this campaign just yet

Donors & Comments

3 donors
  • Anonymous
  • Donated on May 31, 2021
$50.00
  • Johana Cernochova
  • Donated on Apr 11, 2021
$5.00
  • Giga Abashidze
  • Donated on Apr 11, 2021
  • Truly a worthy cause. ნამდვილად ღირსეული მიზანია და იმედია ბოლომდე დაფინანსდება.

Amount Hidden

Followers

0 followers
No Followers Just Yet...
US$57.00
raised of $10,000.00 goal
0% Funded
3 Donors

Help this ongoing fundraising campaign by making a donation and spreading the word.

Not Ready to Donate?

Did you know a 10 second Facebook share raises an average of $25?

Share on Facebook